top of page

ლიდერობის და გუნდის მართვის პროგრამა


პრაქტიკული პროგრამა მათთვის, ვისაც სურს ლიდერული სტილის განვითარება და გუნდის ეფექტურად მართვა.

Upcoming17 ნოე. 2026 - 3 დეკ. 2026
360 ქართული ლარი
Tbilisi

აღწერა

GONI გთავაზობთ 12-საათიან პრაქტიკულ პროგრამას მათთვის, ვინც უკვე მართავს გუნდს, ახლა იწყებს მენეჯერულ გზას ან ლიდერული უნარების განვითარება სურს. პროგრამა მოიცავს: ლიდერობისა და მართვის სტილებს, გუნდის დინამიკას, კომუნიკაციასა და უკუკავშირს, ემოციურ ინტელექტს, კონფლიქტების მართვას, მოტივაციას, დელეგირებასა და პრაქტიკულ მენეჯერულ ინსტრუმენტებს. ტრენერი - ნინო გოგოხია, GONI-ს დამფუძნებელი, ტრენერი, პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალი, ლიდერობისა და მენეჯმენტის მკვლევარი. ნინო არის საჯარო მმართველობის მაგისტრი (MPA) და საჯარო ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD). კვალიფიკაცია გაიღრმავა შვედეთის მალმოს უნივერსიტეტში, ხოლო კვლევითი გამოცდილება მიიღო ესპანეთის სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტში. მისი კვლევითი საქმიანობა ფოკუსირებულია ლიდერობაზე, მართვის პრაქტიკებსა და ორგანიზაციულ განვითარებაზე. აქვს 8+ წლიანი მენეჯერული და ლიდერული გამოცდილება, მათ შორის საჯარო სექტორში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ახალგაზრდობის სფეროში. ხუთი წლის განმავლობაში საჯარო სექტორში მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე, სადაც მართავდა საერთაშორისო პროექტებსა და პარტნიორობას დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იყო AIESEC საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გუნდების ხელმძღვანელობის, საერთაშორისო პროექტებისა და ღონისძიებების მართვისა და სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის მიმართულებით. ტრენინგებში ნინო აერთიანებს აკადემიურ ცოდნას, კვლევას და რეალურ მენეჯერულ გამოცდილებას, რაც პროგრამას პრაქტიკულ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ფორმატს აძლევს. 🗓️ 6 შეხვედრა | 3 კვირა | 12 საათი | ონლაინ ფორმატი ⏰ 19:00–21:00 🎓 პროგრამის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (GE/EN). 👥 ადგილები შეზღუდულია. 📝 რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScuN90wdfMK9armhOePPhO7WdAcGkG8EX3wPDlydJ7i_N6sHw/viewform?usp=publish-editor განავითარე საკუთარი ლიდერული სტილი და მართე გუნდი უფრო გააზრებულად

გონი ოქროსფერი ტრანსპარენტი.png
dagvikavSirdiT

Thanks for submitting!

+995 599541196

Tbilisi, saqarTvelo

  • Facebook
  • Instagram
bottom of page