top of page

Cven Sesaxeb

438754982_3812757342336978_4947729608896131992_n.jpg

nino gogoxia

"goni"-s damfuZnebeli

გონი არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ეხმარება ინდივიდებსა და ორგანიზაციებს განვითარებაში.

 

აკადემიის დამფუძნებელი - ნინო გოგოხია არის ტრენერი, სამოტივაციო სპიკერი, ასისტენტ პროფესორი (GIU), საჯარო მმართველობის მაგისტრი (TSU) და საჯარო ადმინისტრირების დოქტორანტი (GIPA), მალმოს უნივერსიტეტის (Malmo University) მდგრადი მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებული.

ნინოს აქვს ორგანიზაციების, გუნდებისა და საერთაშორისო პროექტების მართვის 8+ წლიანი გამოცდილება.  2021-2022 წლებში ფლობდა დიპლომატიურ მანდატს და გახლდათ საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში (United Nations), 2019-2021 წლებში გახლდათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ის აღმასრულებელი დირექტორი, 2022 წლიდან კი საჯარო სექტორში დასაქმებული ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორთა კოორდინაციის სამმართველოს.​

ცოდნის გაზიარება, სტრატეგიული აზროვნება, მომავლისთვის მზადყოფნა და მუდმივი თვითგანვითარება – სწორედ ეს ფასეულობები იყო გონის შექმნის საფუძველი. 

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
GONI CLASSIC.png

misia

"გონი" შთააგონებს და ავსებს ადამიანებს ცოდნითა და უნარებით, რათა მათ სრულად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. ჩვენი მიზანია უნარების გაძლიერება, პიროვნული ზრდის ხელშეწყობა და ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვა, რაც ინდივიდებს და ორგანიზაციებს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში ეხმარება.

ხედვა

ჩვენი მიზანია, გავხდეთ ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ტრანსფორმაციას ცოდნის, ინოვაციისა და უნარების გაძლიერებით. "გონი" არის ადგილი, სადაც ადამიანები პოტენციალს ავლენენ, სწავლობენ და წარმატებას აღწევენ.

Goni_Insta Post.png
გონი ოქროსფერი ტრანსპარენტი.png
dagvikavSirdiT

Thanks for submitting!

+995 599541196

Tbilisi, saqarTvelo

  • Facebook
  • Instagram
bottom of page