Cven Sesaxeb

nino gogoxia
"goni"-s damfuZnebeli
გონი არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ეხმარება ინდივიდებსა და ორგანიზაციებს განვითარებაში.
აკადემიის დამფუძნებელი - ნინო გოგოხია არის ტრენერი, სამოტივაციო სპიკერი, ასისტენტ პროფესორი (GIU), საჯარო მმართველობის მაგისტრი (TSU) და საჯარო ადმინისტრირების დოქტორანტი (GIPA), მალმოს უნივერსიტეტის (Malmo University) მდგრადი მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებული. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ფარგლებში კვალიფიკაცია აიმაღლა ბულგარეთში, კერძოდ ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში (St. Cyril and St. Methodius" University of Veliko Tarnovo).
2025 წელს კი ესპანეთში, კერძოდ სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (Universidade de Santiago de Compostela) განახორციელა სადოქტორო კვლევა თაობათაშორისი დამოკიდებულებების, ლიდერობისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
ნინოს აქვს ორგანიზაციების, გუნდებისა და საერთაშორისო პროექტების მართვის 8+ წლიანი გამოცდილება. 2021-2022 წლებში ფლობდა დიპლომატიურ მანდატს და გახლდათ საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში (United Nations), 2019-2021 წლებში გახლდათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ის აღმასრულებელი დირექტორი, 2022 წლიდან კი საჯარო სექტორში დასაქმებული ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორთა კოორდინაციის სამმართველოს.
ცოდნის გაზიარება, სტრატეგიული აზროვნება, მომავლისთვის მზადყოფნა და მუდმივი თვითგანვითარება – სწორედ ეს ფასეულობები იყო გონის შექმნის საფუძველი.

misia
გონის მისიაა ადამიანური კაპიტალის გაძლიერება - ლიდერობის, მართვის, მოტივაციისა და სტრუქტურირებული სისტემების განვითარებით, რაც უზრუნველყოფს ინდივიდებისა და ორგანიზაციების მდგრად ზრდას .
ჩვენი მისიაა გავაძლიეროთ ადამიანები და გავხადოთ ორგანიზაციები უფრო ეფექტიანი, სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებული.
ხედვა
გონის ხედვაა შექმნას გარემო, სადაც ლიდერობა, პასუხისმგებლობა და მოტივაცია ორგანიზაციების ბუნებრივი კულტურის ნაწილია.
„გონი“ არის სივრცე, სადაც ადამიანები საკუთარ პოტენციალს ავლენენ, სწავლობენ სისტემურად, ვითარდებიან მიზანმიმართულად და აღწევენ მდგრად წარმატებას.

